Saturday, June 1, 2013

პროექტის სახელწოდება:  ორუცნობიან  განტოლებათა სისტემის ამოხსნის პრაქტიკული გამოყენების დემონსტრირება
მიზანი: ორუცნობიან განტოლებათა სისტემის ამოხსნის შეკრების,ჩასმის, გრაფიკული ხერხების განმტკიცება,მიღებული ცოდნის პრაქტიკული გამოყენება_შეისწავლონ რაიმე პროდუქციის გაყიდვით მიღებული მოგების დამოკიდებულება გაყიდული პროდუქციის ოდენობაზე.
მონაწილეთა ასაკი: მე-8 კლასის მოსწავლეები
ხანგრძლივობა: 15 დღე.
რესურსები :  ფურცლები, მარკერები, კომპიუტერი, პროექტორი.
მსვლელობა:  წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით სამუშაო ჯგუფი ახორციელებს პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულ სამუშაოებს, ვაძლევ მიმართულებას;
შეისწავლიან  მაგალითად, რა დამოკიდებულებაა ერთი დღის განმავლობაში X ცალი ნაყინის გაყიდვისაგან  მიღებულ მოგებასა [Y ლარი] და X-ს შორის. გასათვალისწინებელია ხარჯები, მაგ. მაცივრისთვის, ელ.განათებისთვის, შეადგინონ ანალოგიური    დამოკიდებულება სხვა მნიშვნელობებისთვის. განსაზღვრონ რა მნიშვნელობისთვისაა ყოველდღიური მოგება ერთნაირი, შეადგინონ ანალოგიური მათემატიკური ამოცანა მათი გამოკითხვის მიხედვით და ამოხსნან ეს ამოცანა სხვადასხვა ხერხით, მათ შორის გრაფიკულადაც.
პროექტის ხელმძღვანელი: მანანა ბერიკაშვილი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:manana73berika@gmail.com